პროექტი ქართულად


1.      პროექტის სახელწოდება - ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი
2.      პროექტის მთავარი იდეა - სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საზომ ერთეულთა სისტემის გაცნობა. საერთაშორისო საზომ ერთეულთა სისტემა. მეტრული ამერიკული და ბრიტანული სისტემები
3.      პროექტის აქტუალობა - ინტერნეტ საიტებით სარგებლობისას სხვა ქვეყნებში არსებული საზომი ერთეულების მისადაგება ჩვენ ქვეყანაში არსებულ ერთეულებთან
4.      პროექტის მიზნები - მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთ და უცხო ქვეყნებში არსებული საზომი ერთეულების დასახელებებს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე. საერთაშორისო საზომ ერთეულებს და მათ მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოს განვითარებისთვის. ჩამოუყალიბდებათ უცხოელ თანატოლებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
5.       მონაწილეთა ასაკი -  10-12 წელი V-VI კლასები
6.      ვადები, ხანგრძლივობა - 1 თვე
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას - პრეზენტაცია, ბლოგი. დამყარდება მოსწავლეებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია უცხო ენაზე ინტერნეტ სერვისების გამოყენებით
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები - კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სარეკლამო ბუკლეტი
9.      პროექტის მსვლელობა - მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. ერთ ჯგუფს დაევალება საზომ ერთეულთა ისტორიის შესწავლა, მეორეს თანამედროვე საზომი ერთეულების, მესამეს ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებული საზომი ერთეულების დასახელებების მოძიება, რას ნიშნავს ანდაზები რომლებშიც გამოყენებულია საზომი ერთეულების დასახელებები. მეოთხეს - შეგროვილი ინფორმაციის  თავმოყრა, პრაქტიკული სამუშაოს ჩატარება მოზრდილი ადამიანის  (მაგ. მშობლის, მასწავლებლის)გაზომვა ძველი და ახალი სისტემით და მათი სიზუსტის შედარება. მეხუთეს - ამოხსნან ამოცანები საზომი ერთეულების კალკულაციებზე და კონვერტაციებზე. ჯგუფები მოახდენენ ერთობლივ პრეზენტაციას და საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებენ ბლოგზე. პრეზენტაციის შეფასება მოხდება ინასწარ შექმნილი რუბრიკით
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებად/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -
ლიტერატურა: წერა, კითხვა, მოსმენა, ჩანახატის შექმნა,მსჯელობის უნარი. ისტორია: შეიწავლიან ქართული, უცხოური და საერთაშორისო საზომი ერთეულების წარმოშობის და განვითარების ისტორიას. ხელოვნება: ნახატების შესრულება, ფოტო გადაღებები.მათემატიკა: გაზომვების წარმოება, საზომ ერთეულთა კონვერტაცია კალკულაცია. ინფორმატიკა: ინტერნეტი, პრეზენტაცია, ბლოგი.
11.  პროექტის ხელმძღვანელი - ნანი ჩხაიძე
12.   ხელმძღვანელის ელ-ფოსტა - chkhaidze63@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი 

No comments:

Post a Comment